თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რესტორან „რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნახვები: 608 რესტორან „რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან „რეტროს“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

თეიმურაზ ვარშანიძე საპატიმროს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს, თუმცა მას საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ამბავს ძალიან განვიცდი, არავისზე ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ. ჩემს ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდში ვედექი, როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე, რომ უკმაყოფილო იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე, გასულიყვნენ გარეთ. აღელვების ნიადაგზე შევეცადე, გარეთ გამეყვანა. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე თეიმურაზ ვარშანიძემ.

თეიმურაზ ვარშამიძე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. დაკავება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე მოხდა, რომელშიც ჩანს რესტორნის მფლობელის მხრიდან თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

რესტორანში შრომითი ინსპექციაც შევიდა. რესტორანი 30 000 ლარით დააჯარიმეს და დახურეს. ამჟამად მისი მუშაობა შეჩერებულია. მომხდარი ფაქტის შემდეგ „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა