კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი ბრეგაძე - უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა

ნახვები: 633 რატი ბრეგაძე - უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა

ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძემ უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს ეხებოდა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ეს სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური პრეროგატივაა.

„მოქალაქეობის აღდგენაზე პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მოქალაქეობას, თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას. ძალიან უცნაურია და არც თუ ისე ხშირია მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი იყო. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როცა გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, რა თქმა უნდა, თუ ეს საკითხი დადგება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა