კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინალ არძინბა - აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე

ნახვები: 509 ინალ არძინბა - აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილება საკითხი საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.

„აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე“, - ამის შესახებ ინალ არძინბამ განაცხადა რუსეთის პირველი არხის ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს ეთერში. „აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, აფხაზეთის სტატუსზე მსჯელობა დაუშვებელია ნებისმიერ მოედანზე. სხვადასხვა მოედნებზე ჩვენ ვმსჯელობთ სულ სხვა საკითხებზე. თუ ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიებზე, განიხილება ძალის არგამოყენების შეთანხმება, რომელიც, ჩვენი მოთხოვნით, ხელმოწერილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ“,- განაცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც „დამატებით რისკებს ქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის".

ინალ არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის უარის თქმის მიზეზი იმაშია, რომ საქართველო აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს გახლავთ საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, გარკვეულ რისკებს ქმნის.

„დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რგოლის შექმნით, მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასია არის კარგი ვარიანტი და კარგი შანსი. ამიტომ ჩვენ ველოდებით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ მოქმედებებს აშშ-ს მხრიდან და უფრო დიდი ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, „აშშ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციათა სისტემის გაშლას იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იმოქმედოს რბილი ძალით“.

„ჩვენთვის ეს გარკვეული სიგნალია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ რისკი საფრთხეში გადაიზარდოს, ხოლო საფრთხე - ომში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში, მაგრამ, თუ მოგვიწევს იარაღის ხელში აღება, ჩვენ მაგას გავაკეთებთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება და საქართველო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედებს“, - აღნიშნა ინალ არძინბამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა