თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თაკო ჩარკვიანი - ისეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება, არ მოგვანიჭონ სტატუსი, თუ ვხედავთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს

ნახვები: 623 თაკო ჩარკვიანი - ისეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება, არ მოგვანიჭონ სტატუსი, თუ ვხედავთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს

ისეთი განცხადებები კეთდება, რომ შეიძლება, არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მეც მიმაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რადგან ყველა ბერკეტი მათ ხელშია, მაგრამ მთლად ვერ ავარიდებ პასუხისმგებლობას უკვე ვერც ოპოზიციას, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები და არა ისაუბროს დანაწევრებაზე, იმაზე, თუ ვის გვერდით არ დადგება.

„როდესაც ხედავ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შენ რას ელოდები? რატომ არ გინდა, აიძულო და აიძულო ნიშნავს ქუჩის მომძლავრებას, დანაწევრებაზე საუბარს კი არა. ახლა რა დროს საუბარია, რომ არ დავდგები ამასთან, იმასთან, მინუს „ნაციონალური მლძრაობა“ და ა.შ. ეს ხომ კობახიძემ გაახმოვანა და ვერ გავიგე, გარკვეული ტიპები ამ ოპოზიციაში, პირდაპირ დავასახელებ, მაგალითად, „ლელო“, კობახიძის იდეას ახმოვანებს და ასრულებს? ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან მის ხელშია შესრულების ბერკეტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით, როდის არ მოგვცემენ სტატუსს? ეს თამაში არ მომწონს. თუ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს, მაპატიეთ, მთხლე. უნდა იყოს ძლიერი, ამბიციებსა და დანაწევრებაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ გარკვეული დაბალპროცენტიანი პარტიები, რომლებსაც პრემიერობა ელანდებათ, არამედ ქუჩა უნდა გრგვინავდეს და ხელისუფლებას ეუბნებოდე, რომ შენ არ ასრულებ არაფერს და როგორ ბედავ, ჩვენ აგერ ვართ ყველა 12 პუნქტის შესრულებისთვის. ხელისუფლებას ხომ არ უნდა 12 პუნქტის შესრულება და უკვე ეჭვი მაქვს, მგონი, არც ხაზარაძეს უნდა, რადგან 12 პუნქტი რომ შესრულდება და ჩატარდება სასამართლო რეფორმები, საარჩევნო რეფორმებიც, საარჩევნო რეფორმით ეს 2-პროცენტიანები 5-პროცენტიანი ბარიერის გადამლახველები, რავიცი, ღმერთმა ქნას. დასავლეთი ღირებულებებს გთხოვს და ამათ ბანკებში, 20, 18, თავის დროზე მახსოვს, 22 პროცენტი იყო, ახლა ცოტა ჩამოსულია. 12 პუნქტის შესრულების შემდეგ კი აღარ იქნება. დასავლური ღირებულების დროს ის პროცენტები იქნება, როგორიც დასავლეთშია. საბანკო სისტემა არ ქვია იმას, რომელიც მუშაობს ადამიანების განადგურებაზე პროცენტით“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ვიღებთ მონაწილეობას, თითო პარტიას თავისი თითო წარმომადგენელი სულ ჰყავს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ კიდევ რაღაც, სულ რაღაც დროს აძლევენ, მაგრამ ამას აძლევენ ხალხს, რადგან ხალხის მხარეს არიან, ხედავენ, რომ ხალხი საქართველოში მედასავლეთეა.

12 რეკომენდაციისთვისაც თუ არ შეუძლია ოპოზიციას გაერთიანება, როდესაც სუსტია და ოპოზიციაში ბევრი მხოლოდ ამბიციებზეა დაყრდნობილი, იმ ბევრს ფეიკ ოპოზიციას ვეძახი, იმიტომაც იმარჯვებს „ქართული ოცნება“, თორემ განა ძლიერია აღვირახსნილი ხელისუფლება – არა, სუსტია ფეიკოპოზიცია“, – განუცხადა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა