ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გამიჯნეთ ჯანსაღი ახალგაზრდობა და ერთი-ორი პროვოკატორი ერთმანეთისგან - მდინარაძე

ნახვები: 523 გამიჯნეთ ჯანსაღი ახალგაზრდობა და ერთი-ორი პროვოკატორი ერთმანეთისგან - მდინარაძე

ირაკლი კობახიძის შემდეგ მამუკა მდინარაძე - სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ლგბტ პროპაგანდისტებს და პროვოკატორებს უწოდებს. მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი შვილების თაობა არ არიან. 

ამასთან, მდინარაძე თავს ისევ კრიტიკულ ტელევიზიებს ესხმის და ურჩევს, ლგბტ პროპაგანდისტების რიგებში ნუ ჩაწერებიან. 

"თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან მაინც და მაინც შვილების თაობა, ჩვენს შვილებს და ქართულ, ჯანსაღ საზოგადოებას, ჯანსაღ ახალგაზრდებს, უნიჭიერესებს და უმაგრეს ბავშვებს, ახალგაზრდებს ასე არ მიაჩნიათ. კეთილი ინებეთ და გამიჯნეთ, ლგბტ პროპაგანდა ჯერ ერთი, უფლებების დაცვისგან და ჰომოფობიას რომ აბრალებთ აქ ვიღაცეებს და მეორე, ჩვენი ჯანსაღი ახალგაზრდობა ერთი ორი პროვოკატორი და დავალების შემსრულებელი ვიღაცისგან, რომელი ორიენტაციის წარმომადგენელია საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ თვითონ რომ იწყებენ ასე პოზიციონირებას და ლგბტ პროპაგანდისტებად ვიღაცეები თავს რომ წარმოაჩენენ და მათ შორის, თქვენი რამდენიმე ტელევიზია, რომ ლგბტ პროპაგანდისტების რიგში ეწერება უკვე და ღირებულებების ომში შემოდიხართ, გირჩევთ, რომ შემოხვიდეთ, იმიტომ, რომ წააგებთ, - განაცხადა მდინარაძემ 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა