თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Air Defender 23 დღეიდან იწყება

ნახვები: 513 ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Air Defender 23 დღეიდან იწყება

დღეს ნატო-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Air Defender 23 იწყება. მასში მსოფლიოს 25 ქვეყანა და 10 000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას. წვრთნების მასპინძელი და ერთგვარი ლოგისტიკური ჰაბი გერმანია იქნება, რომლის ექვს საჰაერო ბაზაზე 250-მდე თვითმფრინავი განლაგდება. აქედან 100-ს აშშ გზავნის.

საჰაერო წვრთნების ფარგლებში, ჩრდილოეთ გერმანიისა და ჩრდილოეთ ზღვის საჰაერო სივრცეში მონაწილეები კრიზისულ ვითარებაში მანევრებს დაამუშავებენ. როგორც ცნობილია, ამის გამო სამი საჰაერო ზონა სამოქალაქო რეისებისთვის ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში დროებით დაიხურება.

სახმელეთო წვრთნების ფარგლებში სამხედროები დაამუშავებენ აეროდრომიდან ევაკუაციას, რაც 2021 წელს ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოსის შედეგად დადგა დღის წესრიგში, როდესაც ქვეყანა აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დატოვეს. ასევე, დამუშავდება სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერა. სწავლებაში ჩაერთვება სამხედრო ალიანსის თანამედროვე ავიაგამანადგურებლები.

საზღვაო წვრთნებს რაც შეეხება, ჩრდილოეთის ზღვაში ჩატარდება წვრთნები მტრის წყალქვეშა ხომალდებისა და გემების წინააღმდეგ. ნატო-ს სამხედრო წვრთნები 12-დან 23 ივნისამდე გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა