თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არის ოლიგარქი და უნდა მოხდეს დეკეზერაშვილიზაცია

ნახვები: 699 ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არის ოლიგარქი და უნდა მოხდეს დეკეზერაშვილიზაცია

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს კონკრეტული ადამიანების გავლენის შემცირებას. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ, მაგალითად, კეზერაშვილი არის ოლიგარქი და უნდა მოხდეს დეკეზერაშვილიზაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას თუ არ ემხრობა, მაშინ რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი უნდა ამოიღოს.

„ევროკომისია თვითონვე თუ არ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას, ეს უნდა აისახოს 12 პუნქტში. როგორც კი დეკემბერში ამოიღებენ ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე, უკვე თებერვალში გავაუქმებთ კანონს. ვენეციის კომისია ხომ არ არის განმსაზღვრელი, განსაზღვრელია ევროკომისია. ევროკომისია თუ იტყვის, რომ აღარ უნდა პერსონალიზებული მიდგომა, რასაც მანამდე ითხოვდა, ჩვენ გავიზიარებთ, გავაუქმებთ, მაგრამ თუ შეინარჩუნებს პერსონალიზებულ მიდგომას 12 პუნქტში, კანონი ძალაში დარჩება. გვითხრეს, რომ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავსულიყავით, განხორციელებულიყო დეოლიგარქიზაცია, ეს გავითვალისწინეთ და იქნა მიღებული კანონი. თავიდან პირველი მოსმენით მივიღეთ უკრაინულის ასლი, რომელიც იურიდიულად იყო გაუმართავი. შემდეგ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა ექვსი რეკომენდაცია, რომლებიც კანონპროექტში აისახა. დასკვნაში ვენეციის კომისიას უწერია, რომ ჩვენ მიერ ყველა საკვანძო რეკომენდაცია გათვალისწინებულია. აქედან გამომდინარე, პირნათელი ვართ. ერთადერთი საკითხი რჩება გასარკვევი, ევროკომისია ინარჩუნებს თუ არ ინარჩუნებს 12 პუნქტში პერსონალიზებულ მიდგომას. თუ შეინარჩუნებს, კანონი ძალაში დარჩება, თუ არ შეინარჩუნებს, კანონი გაუქმდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია სპეკულირებს.

„ტრადიციულად, ისინი სპეკულირებენ. სინამდვილეში, ჩვენ ბოლომდე გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. უკრაინაში ეს კანონი ამოქმედებამდეც კი გამოყენებული იქნა ბიზნესზე ზეწოლისთვის, ტელევიზიები გადააფორმეს პირდაპირ სახელმწიფოზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დავპირდით, რომ როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, უკრაინული მიდგომით საქართველოში ეს კანონი არასოდეს ამოქმედდება. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ისეთი მიდგომები, რაც ვიხილეთ უკრაინაში ცოტა ხნის წინ. 2012 წლამდე საქართველოში ხდებოდა ბიზნესზე ზეწოლა, ტელევიზიების გადაფორმება, ბიზნესების გადაფორმება. სამწუხაროდ, იგივე მოხდა შარშან უკრაინაში, თუმცა ვენეციის კომისიის ექსპერტებს დავპირდით, რომ საქართველოში კანონი არცერთ შემთხვევაში ასეთი სახით არ ამოქმედდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ იცის, ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები.

„საზოგადოებამ იცის, რა არის ვითარება, ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ პოლიტიკას, „ენჯეოებს“, ტელევიზიებს და ასე შემდეგ. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, მთავარი ოლიგარქი, რომელსაც თვითონაც აქვს აღიარებული, რომ ოლიგარქია და აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეოებს“, პოლიტიკურ პარტიებს და ცდილობს, მოიპოვოს პოლიტიკური გავლენა, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, სადაც იყო 2012 წლამდე. ამის ფაქტები არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის ოპოზიციის შიშებიც ამ კანონთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე. რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, ვინ არის ოლიგარქი, ვინ არ არის. არსებობს მტკიცებულება, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მიანიშნებდნენ, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, აქედან გამომდინარე, არც მტკიცებულებაა, არც მოცემულობა. ამიტომ აშფოთებთ მათ და მათ პატრონებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა