ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამს

ნახვები: 659 სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ თქვენ გადასცემთ შეტყობინებას, შემიძლია, უკვე ხვალ ჩამოვიდე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე – „მისი აზრით, რატომ არ მიიწვია ის ვოლოდმირ ზელენსკიმ“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ეს არ არის პირადი, და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც სამთავრობო წრეებს შორის მოცემულ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, მე ვგრძნობ ამის შეეგებს, თუმცა მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ასეთი შემთხვევა გაჩნდება ყირიმის პლატფორმაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა