კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი - საქართველოსთან ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს

ნახვები: 544 ჯორჯიის შტატის გუბერნატორი - საქართველოსთან ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ჯორჯიის შტატი, განსაკუთრებით კი მისი ეროვნული გვარდია ათწლეულებია, საქართველოს ახლო პარტნიორები არიან, იწვრთნებიან და მსახურობენ ერთად.

„გუბერნატორ კემპისთვის გამორჩეულად საამაყო იყო სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, – წერს საელჩო.

ამასთან, ჯორჯიის შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპის განცხადებით, სოფელ წილკანში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა აჩვენებს, რომ აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ.

„ჩემთვის პატივია ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად. ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს საერთო საკოორდინაციო ხელმძღვანელობასთან და ყველა ჯგუფთან, რომელიც ჩვენ ადგილზე გვყავს, საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ჩვენ რეალურად ვხედავთ მათ კარგ სამუშაოს. აქ არის გენერალი კარდენი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პარტნიორობას. ამ შენობის გახსნა აჩვენებს, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები და ერთგულება საქართველოს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. ცხადია, საქართველოს მოსახლეობას ესმის, რა მდგომარეობაში არიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ  ვაგრძელებთ ასეთ შესანიშნავ პარტნიორობას აშშ-ის ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა