შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

ლეჩხუმი/ Lechkhumi

11.06.2020 | 12:47 ნახვები: 1855

ლეჩხუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ, დასავლეთ კავკასიონის ქედის სამხრეთით _ ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშესაყარ ზონაში. 

ლეჩხუმი უძველესი კულტურითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ტყეებით, ჩანჩქერებით, კანიონებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, ტბებითა და მისტიკური, დიდი ისტორიის _ ხვამლის მთით _ ლეჩხუმი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია მოგზაურობის მოყვარულთათვის. ხვამლის მთა მთელი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, რომელსაც ხვამლობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი სტუმრობს.
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი პალეოლითი-ნეოლითის ხანიდან იწყება. ეს ტერიტორია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ კერადაა მიჩნეული. უძველესი დროიდან შუა ლეჩხუმზე საქარავნო საერთაშორისო გზა გადიოდა, რომელიც ფაზისს ჩრდილო კავკასიის ხალხებთან აკავშირებდა.
ლეჩხუმის ტერიტორია ათასწლეულების ისტორიას ინახავს. აქ ვხვდებით წინარექრისტიანულ ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და ტაძრებს. მწვანეში ჩაფლული ლეჩხუმის ბუნება ჩანჩქერებით, ტბებით, ულამაზესი მინდვრებითა და ვრცელი ხედებით წალკოტს მოგვაგონებს. მნახველზე განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საირმის სვეტები და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის _ ხვამლის მთა, სადაც, მითების თანახმად, ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს, რომელიც ჰერაკლემ დაიხსნა.

----

Lechkhumi is located in the northern part of western Georgia, in the sheltered zone of the Lechkhumi, Egrisi and Racha ridges to south of the Western Caucasus ridge. Lechkhumi is a very interesting and attractive place for travelers with forests, waterfalls, canyons, mineral waters, alpine meadows, lakes and a mystical mountain of Khvamli with a great history. Khvamli Mountain is an important place for the whole history of Georgia, which is visited by many people on the holiday of Khvamloba.

The traces of human life in Lechkhumi date back to the Paleolithic-Neolithic age. The territory is considered as one of the most powerful metallurgical sites of the Late Bronze and Early Iron Age. From ancient times the international caravan route has been passing through the middle of Lechkhumi, connecting Fazisi with the peoples of the North Caucasus.
The territory of Lechkhumi preserves the history of millenia. Here we find pre-Christian settlements, medieval castle-fortresses and temples. The nature of Lechkhumi hidden in the green reminds us of the Garden of Eden with waterfalls, lakes, beautiful fields and wide views. Visitors are particularly impressed by the Sairme pillars and Khvamli Mountains of great historical importance, where, according to the myths, the Prometheus was chained at the order of Zeus, who was later rescued by Heracles.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა