კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსული ოცნება არც პოლიტიკაში, არც ქუჩაში და არც უნივერსიტეტში ვარგა - ხაბეიშვილი

ნახვები: 552 რუსული ოცნება არც პოლიტიკაში, არც ქუჩაში და არც უნივერსიტეტში ვარგა - ხაბეიშვილი

თაბუკაშილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ახლა ლუკა შველიძე იკითხება, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ლევან ხაბეიშვილიც მივიდა. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი პარტია არც პოლიტიკაში და არც უნივერსიტეტში ვარგა. მისი თქმით, ბრალი, რომელსაც გამოძიება შველიძეს ედავება, აბსურდულია. 

"პოლიტიკაში რომ არ ვარგა რუსული ოცნება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში, ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში ვარგიან და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა. გუშინ თავს დაესხნენ არა სტუდენტი ადამიანები, ყველა იდენტიფიცრებულია, ჟურნალისტებმა მოახერხეს მათი იდენტიფიცირება მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად, ტურებივით მიესივნენ ახალგაზრდებს რამდენიმე ათეული და ასე უმოწყალოდ ურტყამდნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანი შევვარდა პალატაში იარაღით და მერე აღმოჩნდა, რომ „ესო პოლიციელიაო“. ჯერ ერთი, პოლიციელი მთვრალი რატომ დადის სამსახურში, თუ პოლიციელი იყო საბუთი რატომ არ წარადგინა? ან ის აჯაჯულ-დაჯაჯული და დახეული რატომ მიჰყავდა მაშინ პოლიციას? გაუგებარი რამეა, წარმოუდგენელი რამეა, რასაც ყვება რუსული ხელისუფლება, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა