Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა მასკარადი დაგვიდგა

ნახვები: 690 ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა მასკარადი დაგვიდგა

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ.

„შეგახსენებთ, სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლოში წარდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე. მგონი, მსოფლიო ისტორიას არ უნახავს ამაზე მეტი დეგრადაცია, დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მით უმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის. სააკაშვილმა ბოლო პერიოდში რაც ჩაიდინა, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა – მთელი შოუ, მასკარადი, ცირკი, რაც დაგვიდგა, შემდეგ აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია რაც აწარმოეს მან, მისმა ოჯახმა, მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველდღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას.

ყველამ ხომ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ვუხსნიდით საზოგადოებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში, სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოსგან, შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია, სიმულაციები, გადაწყვიტა, რომ არის კარგად.

მგონი, საზოგადოების არც ერთ წევრს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა, არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ჩართული იყო – ყოფილი წარმომადგენლები, ლობისტები, ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვიხილეთ, რომლებიც მის ამ სპექტაკლს იცავდნენ, ვფიქრობ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელ მსოფლიოში. აღვირახსნილი კამპანია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებით მიმდინარეობდა, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამეთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც ეს მასკარადი დაასრულა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა