Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი მფლობელს დაუბრუნდება

ნახვები: 576 პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი მფლობელს დაუბრუნდება

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და, დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის სექტემბერში ცალკეულმა საჯარო მოხელეებმა ჯ.თ.-ს კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ დედამისს, რ.თ.-ს დაბა წყნეთში მდებარე მისი კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაეთმო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ, რ.თ.-ს პატიმრობა ემუქრებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რ.თ.-ს მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა.

საჯარო მოხელეთა ამგვარი ზეწოლის შედეგად, ჯ.თ.-მ  სამართალდამცავი ორგნოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რ.თ.-სგან  მიღებული მინდობილობის საფუძველზე  ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ მიწის ნაკვეთი თვითმართველი ერთეულის ბალანსზე აღირიცხა.

ჩატარებული  გამოძიებით დადგინდა, რომ რ.თ.-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული და მისი ჩამორთმევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მიმართავს შესაბამისს უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

„დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 474 პირი, რომელთაგან 332 პირს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა