პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ტელევიზორი ნათესავებმა უყიდონ“ - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

ნახვები: 419 „ტელევიზორი ნათესავებმა უყიდონ“ - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

„მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება", - განაცხადა დღეს, 7 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

ზარქუა სააკაშვილის ნათესავებს მისთვის ტელევიზორის შეძენისკენ მოუწოდებს.

„შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ, არგუმენტირებული უნდა იყოს. რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში, მგონი განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესავებმა მიუტანონ, რაც ეხება მობილურს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება", - განაცხადა ზარქუამ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა