ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელის

ნახვები: 498 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელის

ტერორის ყოველი გამოვლინება ამტკიცებს, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას გააკეთა.

„ზუსტად კრემენჩუკზე, სავაჭრო ცენტრზე რუსი ტერორისტების თავდასხმის წლისთავზე, როცა 22 ადამიანი დაიღუპა, რუსმა ველურებმა ისევ კრემენჩუკის რაიონს რაკეტები დაუშინეს. დღეს. რუსმა ტერორისტებმა ასევე სასტიკად დაბომბეს კრამატორსკი. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყოველი ასეთი ტერორი არაერთხელ უმტკიცებს მსოფლიოს,რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის გამო, რასაც აკეთებს – დამარცხებას, ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლო პროცესს ყველა რუსი ტერორისტის წინააღმდეგ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება უკრაინელი ხალხის დაცვაში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ყველა ამერიკელს ახალი თავდაცვის პაკეტისთვის.

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელა. რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ რესტორანს დაეცა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 42-ს აღემატება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა