მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს, აქ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ - წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო

ნახვები: 560 ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს, აქ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ - წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ, გამოვიდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით და ა.შ. ყურადღებით, წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო. ნურაფრის ილუზიები გექნებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთში მომხდარ შიდადაპირისპირებაზე და მასთან დაკავშირებით საქართველოში ოპოზიციის რეაქციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას „თვალის ჩინივით უფრთხილდება“.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ ჩვენ ქვეყანას თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ ბავშვს და ამ ადამიანებს ჩვენ ქვეყანას ხელმეორედ არ დავანგრევინებთ. ერთხელ დაანგრიეს და ახლა, მეორედ უნდათ რომ დაანგრიონ. წარმოგიდგენიათ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთში შესაძლო ამბოხის, აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ მოწოდებებით გამოვიდნენ, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით და ა.შ. ყურადღებით, წყნარად იყავით, წყნარად, მეგობრებო. ნურაფრის ილუზიები გექნებათ. სახელმწიფო დაუნდობელი და უკომპრომისო იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შენარჩუნება, განმტკიცება სჭირდება. ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედვინებთ. ამ სიტუაციაში გვჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება! აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არიან, ეს რისკები, რა თქმა უნდა, შემცირებულია, თუმცა საფრთხეები, ბუნებრივია, არსებობს, როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე ქვეყნის შიგნით შიდა, მტრული ძალების, აი, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომელსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით, ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა