თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველთვის შეუძლებელი იყო საერთო ევროპული სახლის სრულად წარმოდგენა უკრაინის გარეშე

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველთვის შეუძლებელი იყო საერთო ევროპული სახლის სრულად წარმოდგენა უკრაინის გარეშე

ყოველთვის შეუძლებელი იყო ჩვენი საერთო ევროპული სახლის სრულად წარმოდგენა უკრაინის გარეშე, ახლა კი პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ იმას, რომ ევროპული საქმეები უკრაინის გარეშე აღარ განიხილება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა სანქციების ახალ პაკეტზეც, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ეხებათ.

„დღეს უკრაინის სანქციების მორიგი პაკეტი გამოქვეყნდა მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. კერძოდ, სანქციები თითქმის 300 იურიდიული და 200 ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა. ესენი არ არიან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები. მსოფლიოში ყველა, ვინც აგრესორს ეხმარება, პასუხს უკრაინიდან და მთელი მსოფლიოდან მიიღებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მან შეხვედრა გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესთან. ლიდერებმა ქვეყნების თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს და ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების მხარდაჭერის შესახებ.

„მადლობა ესპანეთს მხარდაჭერისთვის – თავდაცვითი, პოლიტიკური, ეკონომიკური. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გამოვხატო პატივისცემისთვისა და დახმარებისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს გაუწიეს, რომლებმაც თავშესაფარი იპოვეს ესპანეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებებისგან გაქცეულებმა. მჯერა, რომ მალე ჩვენ შევძლებთ ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა