კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდონ ინჯია - ბოლოს მიღებული საარჩევნო კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითოა, ასეთი კოდექსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის

ნახვები: 556 ფრიდონ ინჯია - ბოლოს მიღებული საარჩევნო კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითოა, ასეთი კოდექსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის

საარჩევნო კოდექსი, რომელიც ბოლოს მივიღეთ, ერთ-ერთ სამაგალითოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, ასეთი კოდექსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

„ვინმეს წარმოედგინა თუნდაც ხუთი წლის უკან, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა შესაძლებელი ყოფილიყო? ჩვენ ისე გავიარეთ 25-28 წელი, რომ ამის საშუალება არავის ჰქონდა. უბნების გადათვლა არა მარტო აქ, არამედ აშშ-შიც კი არ მოხდა, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები რაღაც ურნებში აღმოჩნდა. დღეს მოქმედი კოდექსით კი, საქართველოში ეს ყველაფერი შეიძლება. ე.ი. იმდენად დახვეწილია, რომ, პრაქტიკულად, ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების მექანიზმები არ მუშაობს. ერთადერთი დარჩა, როდესაც არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გზით ახერხებენ ან „ბულინგს“, ან მოსყიდვას. ეს ხდება არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნების დღეს ყველაფერი წესრიგშია და ეს არის ჩვენი კოდექსი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა