თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რომ მოეგო არჩევნები და შეეცვალათ ხელისუფლება, საქართველოში დღეს გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი

ნახვები: 455 ირაკლი კობახიძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რომ მოეგო არჩევნები და შეეცვალათ ხელისუფლება, საქართველოში დღეს გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ 2020 წელს რომ მოეგო არჩევნები, ან 2021 წელს მოეხერხებინათ ქვეყნის მიყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგი, რაც ხალხმა არ დაუშვა.

„თავის დროზე, ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა ჩართული ომში. ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები. მან დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით და მართლაც ასეა. მაგალითად, 2020 წელს რომ მოეგო კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ან 2021 წელს მათ რომ მოეხერხებინათ ქვეყნის მიყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე და შეეცვალათ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი, გარანტირებულად, როგორც 2008 წელს მოგვიყვანეს რუსული ტანკები საქართველოში, ასევე დღეს, კიდევ უფრო მძიმედ, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს.

ეს იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ დავუშვით და ეს არ დაუშვა ხალხმა. ხალხმა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ, 2020-2021 წელს უარი უთხრა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, საბოლოო ჯამში მთავარი დამსახურება აქვს მაინც ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ასეთი მძიმე განვითარება თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ პირველ რიგში, მთავარი დამსახურება ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას, რომელმაც არ დაუშვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. ის, რომ გვაქვს ჩვენ მშვიდობა ქვეყანაში და არ დგას რუსული ტანკები, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების გამოცდილების დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ საზოგადეობას, რომ მაქსიმალურად დაეცვა ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა