კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

ნახვები: 563 სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ბაჩიაშვილს დაევალა კუთვნილი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება.

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა