ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

მამუკა მდინარაძე - საქართველო, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს

ნახვები: 586 მამუკა მდინარაძე - საქართველო, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს

სიმართლე არის ერთი, საქართველო დღეს, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი“ ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო წაგვწევს წინ, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს არის დემოკრატიული როგორც არასდროს და საქართველოს არათუ რუსული კანონი, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს.

„სამწუხაროდ, დაფასება ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასევე არაა დაფასებული უკრაინა, რომლის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის მიიღებენ მათ ქვეყანას ნატო-ში.

„ჩვენი თავგანწირვა და გაწეული შრომა სამწუხაროდ არ ფასდება და პირდაპირ ვთქვათ, არც უკრაინას დაუფასდა, რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატო-ში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატო-ში და კონკრეტულად რა პირობები იქნება მაშინ. ზოგმა თქვა, ჩენმა პარტნიორმა, კოლეგამ, მათ ვუდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ესეც სათქმელია, ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატო-ს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, რაც ომს მოიგებს და თავსებადი გახდება ნატო-ს სტანდარტებთან, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მათ ექნებათ მიწვევა ნატო-ში. უკრაინას არ უფასდება ჩემი აზრით და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში. თუმცა იმედია, რომ რაღაც საკითხები რაც შედარებით ადვილად გადაწყდა, მომავალში მაინც რაღაც გავლენას იქონიებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა