კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ნახვები: 642 რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ.

რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე მიიტანა, რამაც ოდესაში, შავი ზღვის პორტში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 36 უპილოტო საფრენი აპარატიდან 31-ის ჩამოგდება მოახერხეს. უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა ჩამოაგდეს სამხრეთით ოდესისა და მიკოლაივის რაიონებში, დანარჩენი კი განადგურდა დონეცკის, ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის აღმოსავლეთ რეგიონებში.

მიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის თქმით, ქალაქის პორტში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„როიტერის“ ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ეს თავდასხმა იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტ ქვეყანას სურს, საფრთხე შეუქმნას 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინული საკვების ექსპორტზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა