კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ექვსი ევროპარლამენტარი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, „ალტ-ინფო“ და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ

ნახვები: 631 ექვსი ევროპარლამენტარი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, „ალტ-ინფო“ და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

„ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს თბილისი პრაიდზე თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულებას უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება“, -წერია წერილში.

ევროპარლამენტარების თქმით, ლგბტქი თემის წარმომადგენლების უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური პირები სასამართლო დევნის ნაკლებობის დემონსტრირებას ახდენენ 2019 და 2021 წლებში, თბილისი პრაიდის თავდასხმების დროს, რაც მოიცავდა ლგბტქი-ფობიურ ძალადობას.

წერილის ადრესატები არიან – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

განცხადებას ხელს აწერს ექვსი პარლამენტარი – მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.

 

 

 1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა