კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაადგილდება, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს

ნახვები: 559 უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაადგილდება, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს.

„კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე რუსელმა მხარემ განაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგების“ შეწყვეტის შემდეგ ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიემართება, განიხილავს, როგორც სამხედრო ტვირთის გადამზიდს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსკოვმა თავისი ქმედებებით საფრთხე შეუქმნა რუსეთის გემებს და ამიტომ ყველა რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მთავრობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა