გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

კანადის ნოვა-სკოტიის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანია დაკარგული

ნახვები: 579 კანადის ნოვა-სკოტიის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანია დაკარგული

კანადის ნოვა-სკოტიის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანია დაკარგული, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ორი ბავშვი მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც მოვარდნილმა წყალმა დატბორა. მანქანაში მყოფმა სამმა ადამიანმა თავის დაღწევა შეძლო.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაერთონ დაკარგული მოქალაქეების ძებნის ოპერაციაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. წყალდიდობის შედეგად ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია გზები და ხიდები.

ნოვა სკოტიის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა