რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა“ - უმრავლესობის წევრი ოსტინის ვიზიტზე

ნახვები: 361 „მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა“ - უმრავლესობის წევრი ოსტინის ვიზიტზე

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა," - განაცხადა დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრისას.

ხელაშვილის განცხადებით, თავდაცვის მხრივ მომავალი სამი წელი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

ცნობისთვის: დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩამოვიდა. პენტაგონის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაა... მომავალი სამი წელი უაღრესად მნიშვნელოვანია ამ კუთხით და ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის სწორი მიმართულების შესაქმნელად უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა