ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს

ნახვები: 501 კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს

თბილისში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. 

„ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არაფერია ორაზროვანი. არავინ თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოდან არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ჩვენმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს რამის გაკეთებაზე თანხმობას. ეს ნიშნავს მხოლოდ სატელეფონო ზარზე პასუხს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით: არავინ თბილისში მდებარე საელჩოში არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა