თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბათუმმა გაიმარჯვა, რუსი პუტინისტები საქართველოში თავისუფლად ვერ ისეირნებენ - კუპრაძე

ნახვები: 318 ბათუმმა გაიმარჯვა, რუსი პუტინისტები საქართველოში თავისუფლად ვერ ისეირნებენ - კუპრაძე

"ბათუმმა გაიმარჯვა", - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი ბათუმში გავითარებულ მოვლენებს, სადაც იმ ამ დროისათვის იმყოფება. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ რუსი პუტინისტი პროპაგანდისტები საქართველოში თავისუფლად ვერ ისეირნებენ.

ამასთან, ოპოზიციის წევრი რუსების სამსახურში ჩამდგარ ქართულ პოლიციას უთანაგრძნობს და ამბობს, რომ მათ ღირსების შემლახავი საქმის შესრულება უწევთ. 

ბათუმმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმელებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, პოლიტიკურმა ჯგუფებმა დადეს გამარჯვების მნიშვნელოვანი პრეცედენტი, სადაც „ასტორია გრანდეს“ თავისი პუტინისტი მგზავრებით, პროპაგანდისტებით, ადამანებით, რომლებიც არღვევენ საოკუპაციო კანონს, არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიად აფხაზეთსა და ცხინვალს, ამ ადმაიანებს ვეღარ ვიხილავთ და აღარ ვიხილავთ. სამწუხარო მოვლენაა, მე ვუთანა გრძნობ აქ მყოფ პოლიციელებს, რომელბსაც უწევთ ძალიან მძიმე, სავარაუდოდ, მათთვის ღირსების შემლახავი საქმის შესრულება, ეს მათ სახეებზე აწერიათ, იცავენ პროპაგანდისტ პუტინისტებს და ამ დროს აკავებენ ეროვნული საკითხებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა და არის დეგრადაციის, ჰიბრიდული ომის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანების გონებაში ჩადოს პუტინისტი, კანონის დამრღვევი ადამიანები, თითქოსდა უნდა დასეირნობდნენ ჩვენს ქალაქში. არა, სტუმარი არის სტუმარი და პუტინისტი, მტერი, მოწინააღმდეგე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოპონენტი ვერ იქნება ჩვენი სტუმარი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა