ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა

ნახვები: 444 შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა

ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა, ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და იცავენ მხოლოდ მათსავე ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივი იყო.

„მათ შორის, აანონსებდნენ, რომ იქნებოდნენ სტუდენტები, თუმცა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ აქციაზე 100-200 ადამიანი იყო, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არ განასახიერებს. მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. ამის თქმა 150 აქტივისტის მიერ ჩვეულებრივი მანიპულაციაა. უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი განცხადება არის სახიფათო გზა, როცა საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.

ქართველ ხალხს მეურვე არ სჭირდება, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა. ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუ ვინმეს ინტერესს იცავენ, მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ არის უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ფაქტები გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და უცხოელი დამხმარე სჭირდება, რომ მისი აზრები გააჟღეროს.

ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს დემოკრატიული არჩევნებით ირჩევს. შესაბამისად, ქართველი ხალხის ინტერესებით დემოკრატიული ხელისუფლება მოქმედებს. ვფიქრობ, გემის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ ის ისტერია შევაფასოთ, რომელსაც ხელოვნურად ტეხენ „ნაცმოძრაობა“ და მათი უცხოელი მფარველები. როცა ასეთი ისტერიის მხარდაჭერა ხდება, ეს ახალისებს ისტერიას, ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმას. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ისტერიის წახალისება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ის დაჯგუფებები იგულისხმებიან, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს ცალკე ორგანიზაციები იყვნენ, სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არიან.

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები თითქოს სხვა პარტიაში არიან, მაგრამ ბოლოს „ნაცმოძრაობაში“ აღმოჩნდებიან, ასე იყო გიორგი ვაშაძე. წინა არჩევნების საპარლამენტო სია ნახეთ, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ განაყოფები. არიან პარტიები, რომლებიც მათთან კავშირში არიან და მათი დღის წესრიგს მიჰყვებიან. სინამდვილეში, არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა