Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ამაღამ და თვის ბოლოს სუპერმთვარეს ვნახავთ

ნახვები: 594 ამაღამ და თვის ბოლოს სუპერმთვარეს ვნახავთ

მალე ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება და ეს ულამაზესი სანახაობა ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

გეტყვით, რომ ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ.

მიუხედავად სახელისა, ამ დროს მთვარე ცისფრად ნამდვილად არ ანათებს. უფრო მეტიც, გაურკვეველია, საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი.

როგორც ჩანს, საუკუნეების წინ, ამ ტერმინს შეუძლებელი მოვლენის გამოსახატად იყენებდნენ.

თუმცა, 1800-იან წლებში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ, ცა მართლაც უცნაურ ფერად შეიღება, რამაც მთვარეს მოლურჯო ფერი მისცა. საუბარში, „ლურჯ მთვარეს“ უწოდებენ იშვიათ მოვლენას, რომელიც დროდადრო ხდება.

დღეს ლურჯი მთვარე ტექნიკური ასტრონომიული ტერმინია და ხდება მაშინ, როდესაც ერთ სეზონში ოთხი სავსემთვარეობაა, ჩვეული სამისგან განსხვავებით. ბოლო პერიოდში, ამავე ტერმინით აღნიშნავენ ერთ კალენდარულ თვეში მომხდარ მეორე სავსემთვარეობას.

ამავდროულად, სუპერმთვარე მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ორბიტაზე ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან ახალი ან სრული ფაზისას.

თუ ეს ორი ფაქტორი ერთდროულად ხდება, მას „სუპერ ლურჯ მთვარეს ან „ლურჯ სუპერმთვარეს“ უწოდებენ.

2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან, ორი აგვისტოშია.

პირველი სუპერმთვარე ამაღამ, 1-ელ აგვისტოს გამოჩნდება; მთვარის დისკო დაახლოებით 7,1 პროცენტით დიდი და თითქმის 15,6 პროცენტით უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე საშუალო სავსე მთვარე.

თუ გარეთ გასვლის და მისი დანახვის საშუალება არ გაქვთ, იტალიელი ასტრონომი ჯანლუკა მასი პირდაპირ ეთერს ჩართავს, როდესაც მთვარე რომის კოლიზეუმის თავზე ამოვა.

და თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო ამაღამდელი სუპერმთვარე მაინც გამოგრჩათ, ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ.

მეორე სუპერმთვარე 31 აგვისტოს დადგება და წინაზე 0,1 პროცენტით უფრო დიდი და კაშკაშა იქნება.

არცერთ მათგანს ლურჯი შეფერილობა არ ექნება და უფრო ნარინჯისფერი შესახედაობის იქნება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ აგვისტოში მთვარე დედამიწის ჰორიზონტთან შედარებით ახლოს მოჩანს. მზის ჩასვლის მსგავსად, ამ ადგილას სინათლის უფრო მოკლე ტალღის სიგრძეები, მაგალითად ლურჯი, შემცირებულია, რადგან ისინი ატმოსფეროში იფანტება და რჩება უფრო გრძელი ტალღის სიგრძეები, მაგალითად, წითელი და ნარინჯისფერი.

ბოლოს ასეთი ლურჯი სუპერმთვარე ცაზე ხუთი წლის წინ ჩანდა, 2018 წელს; მაშინ მთვარე ჩვეულებრივზე წითელი იყო.

ტექნიკურად ამას „სუპერ ლურჯ სისხლისფერ მთვარეს“ უწოდებენ, რადგან ის არა მხოლოდ თვის მეორე სუპერმთვარე იყო, არამედ სრული დაბნელებისას მოხდა, როდესაც დედამიწის ჩრდილმა თავისი ბუნებრივი თანამგზავრი სრულად დაფარა.

შემდეგი ასეთი მოვლენა 2037 წლის იანვარში მოხდება.

იქამდე კი, შეგვიძლია მონარინჯისფრო სუპერ ლურჯი მთვარით დავტკბეთ — ჯერ ამ წლის აგვისტოში და შემდეგ 2032 წლის აგვისტოში.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხევდით.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა