თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

10-დღიანი სპეცოპერაცია და 11 დაკავებული ნარკორეალიზატორი - ბრიფინგი შსს-ში

ნახვები: 408 10-დღიანი სპეცოპერაცია და 11 დაკავებული ნარკორეალიზატორი - ბრიფინგი შსს-ში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,1989 წელს დაბადებული ლ. ს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის", „ალფა-პვპ"-ს და „ბუპრენორფინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.

პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის - ი.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი - 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება", - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა