თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯუანშერ ბურჭულაძე - 17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, გმირებს ვერ გატეხენ, მათზე დგას ჩვენი სამშობლო და მომავალი

ნახვები: 515 ჯუანშერ ბურჭულაძე - 17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, გმირებს ვერ გატეხენ, მათზე დგას ჩვენი სამშობლო და მომავალი

17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი, აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, დღეს გაიხსნა შინდისელ გმირთა მონუმენტი.

„მონუმენტი, იცით, დაიწყო ფონდმა, რომელმაც ვერ დაასრულა. ჩვენ, გარდა იმისა, რომ მონუმენტი დავასრულეთ, განვახორციელეთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ხედავთ, რომ რეკრეაცია, მონუმენტი დასრულებულია და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, საუბარი იყო მუზეუმის გახსნაზეც, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს გადმოეცათ შენობა და დაიწყო პროექტირება.

„დავიწყეთ პროექტირება, ჯერ ტექნიკური დავალების მომზადება და გადაწყვეტილების შემდეგ, გავაკეთებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა