თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ

ნახვები: 577 ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება და ცილისწამება მოისმინა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელი, დაუშვებელია, როცა შოვის სტიქიის პარალელურად, რიკოთის საკითხით ხალხის შეშინება და დაძაბვა ხდება.

როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 06:00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრებს შტაბში, სადაც მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მინისტრს კითხვები დაუსვან და პასუხები მიიღონ.

„გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტუიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ და თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს, ამ საკითხის განსახილველად სხვა ფორმატი შევარჩიოთ. ამ ფორმატში საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია. ყველაზე მიუღებელია, რომ ხდება მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება. ყველა ერთად განვიცდით რაც შოვში ხდება და ამ ფონზე ასეთი ქმედება ნამდვილად მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ, დღეს, 06:00 საათზე შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. თქვენ შეგეძლებათ კითხვების დასმა. აუცილებლად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და მოგაწვდით, რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილისწამება და ყველა სხვა დეტალი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა