Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

იტყუებიან, რომ თურმე ვერტმფრენი გვყავდა, მაგრამ რისკი იყო და ვერ შემოვიდა - გოცირიძე

ნახვები: 486 იტყუებიან, რომ თურმე ვერტმფრენი გვყავდა, მაგრამ რისკი იყო და ვერ შემოვიდა - გოცირიძე

"უნდა იქნას გამოძიებული ეს მოვლენა და ყველა მაღალჩინოსანმა უნდა აგოს პასუხი," - ეს განცხადება ევროოპტიმისტების წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის შეფასებით, შს მინისტრის სტიქიის ზონაში გაკეთებული განცხადება ტყუილია, რომ თითქოს ქვეყანას ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენი ჰყავს. 

რამდენი ადამიანი დაიღუპა და მთელი ამ დროის განმავლობაში არიან სხვებზე გადაბრალების და უზნეო თავის მართლების რეჟიმში. იტყუებიან, რომ თურმე ვერტმფრენი გვყავდა, მაგრამ რისკი იყო და ვერ შემოვიდა. არ ჰყავთ საქართველოში ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია მსგავს პირობებში ღამით იმუშაოს. 11 წლის განმავლობაში ერთი ღამით მფრენი ვერტმფრენი ვერ თუ არ იყიდეს, ვინაიდან, მილიარდები იფლანგება სხვა რამეებზე და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად არაფერს აკეთებენ. უნდა იქნას გამოძიებული ეს მოვლენა და ყველა მაღალჩინოსანმა უნდა აგოს პასუხი,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა