კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი ღარიბაშვილს - ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ

ნახვები: 527 ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი ღარიბაშვილს - ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ

ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ისრაელში განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები აქვთ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2 500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2 600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა, მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელ ავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ: „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“” – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა