ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვართ, ისრაელში პრემიერის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის

ნახვები: 508 ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვართ, ისრაელში პრემიერის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის

უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ  ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს  განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი, დროული იყო და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა