ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა

ნახვები: 497 ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.

„ლურჯი, როგორც ცა უკრაინის თავზე, ყვითელი, როგორც მისი მინდვრები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბბინას ბრიუსელში. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს ევროკომისია „ტვიტერის“ გვერდზე.

უკრაინელებს ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპული საბჭოს შენობა კაშკაშა ყვითელ და ლურჯ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ევროპარლამენტის შენობაც.

„ლურჯი და ყვითელი ფერები მამაცი უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლოა. ისინი გვაერთიანებენ და წარმოადგენენ უკრაინის ევროპულ მომავალს. ამაღამ ისინი ანათებენ ჩვენს ევროპარლამენტს, რითიც ჩვენ ვუერთდებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

გარდა ამისა, უკრაინის დროშის ფერებშია ევროკავშირის საგარეო სამსახურის შენობაც.

„ჩვენ პატივს ვცემთ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც მამაცურად იცავს თავის სახელმწიფოს და მომავალს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური განათებულია ლურჯ და ყვითელ უკრაინულ ფერებში“, – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა