კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ - ილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას პრესკონფერენცია

ნახვები: 600 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ - ილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას პრესკონფერენცია

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. 

ილიას ზუროსი – მზად ვართ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენისთვის. გვინდა, რომ ვისიამოვნოთ აქ გატარებული ყოველი წამით, ამასთან ერთად, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანები.

თორნიკე შენგელია – იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვფრინდით. კუნძული ძალიან მოგვეწონა, ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია. ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქ ყოფნა ძალიან გვახარებს, თუმცა, ამავდროულად, გვინდა, ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ – რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ და, შეძლებისდაგვარად, შორს წავიდეთ.

რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?

თორნიკე შენგელია – გავაუმჯობესეთ პერიმეტრზე თამაში, ამასთან, ხასიათი და მებრძოლი სული ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

შეიძლება იაპონიას შეხვდეთ. რა წარმოდგენა გაქვთ იაპონიის ნაკრებზე?

თორნიკე შენგელია  – პირველ რიგში, კაბო ვერდესთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ – მომდევნო თამაშებზე. თუ იაპონიას შევხვდებით, თქვენს კითხვაზე უკეთესი პასუხი სწორედ ამ დაპირისპირებამდე გვექნება.

თქვენი ქვეყანა ცნობილია ყურძნითა და ღვინით, დასვენების დღეებში თუ სვამთ ღვინოს?

თორნიკე შენგელია – ზოგადად, ცოტ-ცოტას ვსვამთ, მაგრამ არა მიმდინარე ჩემპიონატზე, რადგან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. თუმცა, ერთი ჭიქა სადილზე არავის ვნებს, განსაკუთრებით, გამარჯვების შემდეგ.

თქვენი ვარცხნილობა ძალიან ჰგავს სამურაის სტილს. კონკრეტული ვარცხნილობა გაქვთ თუ შეკრული თმა იაპონიისთვის შეარჩიეთ?

თორნიკე შენგელია – ჩვენი მიზანი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, ძალიან გვინდოდა იაპონიაში თამაში და მე ჩემი სტილით აქ ყოფნა ვიწინასწარმეტყველე.

ილიას ზუროსი – ვიმედოვნებ, ყველა იაპონელი გვიქომაგებს ამის გამო.

თქვენ ეთამაშეთ ისლანდიას. თამაშის მერე თქვენი გუნდი მართლაც ერთიანი იყო, რას გრძნობდით ამ შეხვედრის შემდეგ?

ილიას ზუროსი – ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, იმიტომ, რომ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავდიოდით.  შესაბამისად, ჩვენთვის დაუვიწყარი და სასიხარულო მომენტი იყო. მრავალი წელია, ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით. ნაკრებში გამოძახებაზე ყველა კალათბურთელი ყოველთვის ჩამოდის. თოკომ ოთხ დღეში სამი თამაში ითამაშა, როგორც ეროვნულში, ასევე თავის კლუბში. იტალიაში გაფრინდა, რომ მატჩი ჩაეტარებინა და შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა, ეს გასაოცარი მომენტი იყო ყველასთვის.

არის თუ არა მსოფლიოზე პირველად ყოფნაში რაიმე უპირატესობა და როგორ უდგებით მიმდინარე ჩემპიონატს?

ილიას ზუროსი – როგორც ვთქვი, აქ ყოფნის უპირატესობა ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ. ზოგი გუნდი აუტსაიდერად ითვლება, თუმცა კარგად ვიცით, რომ კალათბურთში ყველას შეუძლია ფავორიტის დამარცხება. მნიშვნელოვანია, გუნდურად ვითამაშოთ, კონკურენტუნარიანები ვიყოთ და დღის ბოლოს ვნახავთ იმ შედეგებს, რომელსაც მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა მომენტით ვისიამოვნებთ.

ორ დღეში კაბო ვერდეს ეთამაშებით, რას უნდა ველოდოთ პირველ თამაშში?

თორნიკე შენგელია – ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვიაზრებთ პირველი თამაშის მნიშვნელობას. ჩვენვის უმთავრესია, მოედანზე გასვლის პირველივე წუთებიდან მეტოქეს დავანახოთ, როგორ ვითამაშებთ ფიზიკური და მენტალური სიძლიერით. გვინდა, რომ პირველი თამაშით მთელი ტურნირის ფონი შევქმნათ.

 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა