კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი ოკინავაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

ნახვები: 565 თეა წულუკიანი ოკინავაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. მან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ პირველი მატჩის წინ გაგვემხნევებინა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მისთვის დიდი გამარჯვევები, წარმატებები გვესურვებინა. ეს მნიშვნელოვანი ჩემპიონატია, ვინაიდან საქართველო, ჩვენი კალათბურთელების დიდი ძალისხმევისა და შრომის წყალობით, პირველად გამოდის მსოფლიო ჩემპიონატზე. დღეს, ამ შეხვედრაზე ჩვენ გავიხსენეთ ის დიდი ქართველი კალათბურთელები, რომლებიც რომ არ ყოფილიყვნენ, დღევანდელი დღე არ დადგებოდა. ასევე, ისინი, ვინც ჩვენთან ერთად არიან, ვეტერანები, და უყურებენ ამ მატჩებს, რომლებიც იაპონიაში იმართება, მათ მივესალმეთ პირველ რიგში, მათი ღვაწლი გავიხსენეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს მადლობა გადავუხადეთ შრომისთვის, ძალისხმევისთვის, რომელსაც მუდმივად ეწევიან, რათა საქართველო ასახელონ. მთავრობის სახელით, მაქვს და კიდევ მექნება მიმდინარე დღეებში შესაძლებლობა, რომ იაპონიას, მის სახელმწიფოს და ოკინავას ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა ვუთხრა ჩვენი ნაკრების ხელშეწყობისთვის, შესანიშნავი მასპინძლობისა და დახვედრისთვის. ყველას გისურვებთ ამ ჩემპიონატზე დიდ სიხარულს და ჩვენს ნაკრებს – გამარჯვებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩს დღეს მწვანე კონცხის კუნძულების (კაბო ვერდე) წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

„ჯვაროსნები“ F ჯგუფში ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები დღევანდელი მატჩის შემდეგ სლოვენიისა და ვენესუელის გუნდებს დაუპირისპირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა