ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

ნახვები: 660 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენაულტის“ და „შკოდას” მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.

საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა