კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

ნახვები: 465 იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეები ქალაქ სალერნოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო. შედეგად, მოხდა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პანტედოსიმ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა