თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იენს სტოლტენბერგი - უკრაინელები კონტრშეტევით წინ მიიწევენ

ნახვები: 515 იენს სტოლტენბერგი - უკრაინელები კონტრშეტევით წინ მიიწევენ

უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მათ შეუძლიათ რუსების უკან დახევა, შეუძლიათ, გადალახონ დაცული ტერიტორიები, კერძოდ, ნაღმიანი ველები. ამიტომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს მძიმე ბრძოლაა. მათ აქვთ მიღწევები, ისინი ძალას იკრებენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.

„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა ისევ და ისევ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა