კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინამ Abrams-ის პირველი 10 ტანკი, შესაძლოა, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღოს - Politico

ნახვები: 550 უკრაინამ Abrams-ის პირველი 10 ტანკი, შესაძლოა, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღოს - Politico

უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფმა ამერიკულ M1 Abrams-ის ტანკებზე საწვრთნელი პროგრამა დაასრულა, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის პრესსპიკერმა, მარტინ ო'დონელმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში, აშშ-ის არმიის საწვრთნელ ტერიტორიებზე, დაახლოებით 200 უკრაინელი გადიოდა სწავლებას და ჯარისკაცებმა ახლახან დაასრულეს პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის 31 დაპირებული ტანკიდან 10-ს სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღებს.

Politico წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, ტანკების მიღება უკრაინის თავდაცვის ძალებს მიმდინარე კონტრშეტევაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა