კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა ახლა ეს უსამშობლო კობახიძე, პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს - რას წერს მოქალაქე?!

ნახვები: 789 იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა ახლა ეს უსამშობლო კობახიძე, პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს - რას წერს მოქალაქე?!

წნორში არსებული „ცოდნის კაფის“ თანადამფუძნებლი, ქეთი მოლაშვილი მმარ­თვე­ლი პარტიის მხრიდან პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მზადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 “არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, ან რა სალაპარაკოა ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს, მაგრამ: შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს და სახლში დაასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე. არავის სჯეროდა ასე უბრალოდ, ფოტოების და კამერების გარეშე რომ მოვიდა ქალბატონი პრეზიდენტი. ოფიციალურად არა, ასე თავისთვის, თავის თავთან სიმართლისთვის მოვიდა, სამოქალაქო ვალი მოიხადა. იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა. თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ასეთი წუხილის დროს, იმავე ოთახში იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც შენს წუხილებს იზიარებს, შენს შვილებს აფასებს და შენ გამხნევებს, ხელის ჩამოსართმევად კი არა, მართლაც წუხილის გასაზიარებლად მოდის, დიდი ნუგეშია. რომ წავიდა, “ცოდნის კაფეზე”, პირადი ფბ პროფილიდან მოგვწერა, მოგვისამძიმრა და ამ ახალგაზრდების სახელზე, ჩემი წვლილი მინდა შევიტანოო_გვითხრა. პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ, არც ჩვენი ორგანიზაცია იცნობს, არც რაიმე ტიპის თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონია, უბრალოდ პრეზიდენტმა გაიგო, რომ “ცოდნის კაფეს” გუნდმა, უძვირფასესი წევრები დაკარგა და მზადაა ამ ახალგაზრდების სახელზე, კარგი საქმეების კეთებაში ჩაერთოს. ჰოდა ახლა ვწერ იმიტომ, რომ ერთის მხრივ არის ქალბატონი პრეზიდენტი, რომელმაც შოვის დღეებში უდიდესი ადამიანობა აჩვენა, მზადაა ევროპასთან დასაახლოვებლად და მეორეს მხრივ არის კობახიძე, რომელმაც 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სულში ჩაგვაფურთხა ქართველებს, მეო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ აღვნიშნავო და ტრუსიკიანი ბასეინზე გაიშოტა, ჰოდა ახლა ეს უსირცხვილო, უსამშობლო კობახიძე, პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს, როგორ გაბედა ევროპაში წასვლაო!”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა