კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ

ნახვები: 432 შოვის სტიქიასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება და შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას შესთავაზა, გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა.

„ადრეც, როცა ჰქონდათ ინიციატივა, შევთავაზე მათ, ის ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანია, მათ შორის, გამოეყენებინათ ინტერპელაციის შესაძლებლობა. კარგია, რომ ამის შემდეგ ინტერპელაციით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და შესაძლებლობა ექნებათ, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამიტომ, ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ, რა კითხვები დარჩათ და მიიღებენ თუ არა პასუხებს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა საკითხზე გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაშიც ამ კუთხით ერთიანობა არ არის.

„სხვათა შორის, ოპოზიციაშიც ვხედავთ, რომ ერთიანობა არ არის. ცხადია, საგამოძიებო კომისია კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა. რაიმე კითხვა თუ აქვთ, სწორედ ამისთვის არსებობს ინტერპელაცია, დაიბარონ ანგარიშვალდებული სტრუქტურები და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. საგამოძიებო კომისიის შექმნით შესაძლოა, იმედი ჰქონდეთ, რომ თემის გარშემო გარკვეული მედიააჟიოტაჟი შექმნან, რაც  შოვის ტრაგედიის ფონზე ყველაზე არაღირსეული საქციელია. ეს არ არის სწორი საქციელი არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა