კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი შოთაძე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა

ნახვები: 495 ირაკლი შოთაძე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის  თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებს პროკურატურის ძირითადი ფუნქციების, საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სომეხ კოლეგებთან და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით  წარიმართოს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა