კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ზოგ ადამიანს ჩემთან აქვს კლასობრივი დაპირისპირება, დიახ, ლილოში დავდივარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის პარტიაა

ნახვები: 583 ლევან ხაბეიშვილი - ზოგ ადამიანს ჩემთან აქვს კლასობრივი დაპირისპირება, დიახ, ლილოში დავდივარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის პარტიაა

ზოგ ადამიანს ჩემთან აქვს კლასობრივი დაპირისპირება. იცით, ლევან ხაბეიშვილი ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს, დიახ, ლილოში დავდივარ, იმათ ვერ გაუგიათ ეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის პარტიაა, ხოლო მიხეილ სააკაშვილია პირველი ვინც, ურბანულ ფაშიზმს ბოლო მოუღო.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ვერ გამოადგება პრივილეგირებულ კასტას, ვინც რიგითი ადამიანების პრობლემებს ვერ იგებს.

„მე წარმოვადგენ მიშა სააკაშვილის, ხალხის პარტიას, კეთილსინდისიერ, კანონმორჩილ, პატრიოტ ადამიანებს, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ რომ ვხვდები, შრომისგან ხელები რომ დაკოჟრილი აქვთ. მათ შორის დედაქალაქში, ადამიანებს, რომლებიც 300-1800 ლარზე მუშაობენ, ინახავენ ოჯახებს, 24 საათი შრომობენ, ქმნიან ეკონომიკას. ჩემგან სიკეთეს არავინ არასდროს ელოდოს პრივილეგირებული კასტიდან, რომლებსაც ვერ გაუგიათ ასეთი ადამიანების პრობლემები, რომ ფიქრობენ, სულ პრივილეგირებული უნდა იყვნენ, ვინმეს ჭკუა დაარიგონ, ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე მეტი იციან. მათ მე ვერ გამოვადგები ვერაფერში. მე გამოვადგები იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყანაში უნდათ დოვლათის შექმნა, თავიანთი ოჯახების სიკეთე უნდათ, პატრიოტები და კანონმორჩილები არიან. ჩემთან ზოგ ადამიანს აქვს კლასობრივი დაპირისპირება. იცით რა, ლევან ხაბეიშვილი ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს, დიახ, ლილოში დავდივარ. ორი ბიჭი მყავს, ვამზადებ სასკოლოდ, სად ვიყავი წასული ტანსაცმელი რომ მეყიდა? – ლილოს ბაზრობაზე, მერე ჩანთა რომ გვეყიდა სადგურის მოედანზე ვიყავით. იმათ ვერ გაუგიათ ეს. ამ ადამიანებს აქვთ ჩემთან მიუღებლობა მარტივი რამის გამო, რადგან მათ ვერ გაუგიათ, რომ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

დედაჩემი 30 წელი ქიმიის პედაგოგი იყო 180-ე სკოლაში, დამსახურებული პედაგოგი ვარკეთილში. მამაჩემი იყო ინჟინერი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა ავტოსადგომზე. მე არასდროს შემრცხვენია, რომ ეს მეთქვა. დედაჩემი, რომელიც 30 წელი პედაგოგი იყო, დღეს „თბილისი ენერჯიში“ მუშაობს, ანათვალის ამღებად, 800 ლარი აქვს ანაზღაურება. მეც და ჩემს ძმასაც, რომელიც სააკაშვილის ოჯახს იცავდა ოთხი წელი და დღეს დევნილია, 11 წელია, ამერიკაში დევნილია, ორივეს შეგვიძლია, რომ დედაჩემმა არ იმუშაოს და სახლში დაჯდეს, მაგრამ არც მე და არც ჩემს ძმას არ გვიკადრებია, რომ არ იმუშაოს, რადგან მას უნდა მუშაობა. ასეთ პატიოსან, უბრალო ოჯახში ვარ გაზრდილი. ვიღაცებმა ვერ მიიღეს რაღაცების გამო, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, სამაგიეროდ, დიდი გულით და შემართებით მიღებენ ის ადამიანები, ვის ინტერესებს ვიცავ და დავიცავ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხის პარტია, მიხეილ სააკაშვილია პირველი, ვინც ურბანულ ფაშიზმს მოუღო ბოლო. თავის დროზე თუ მხოლოდ ვაკელი და საბურთალოელი აბარებდა უნივერსიტეტში, სააკაშვილის დროს ყველას თანაბრად მიეცა შესაძლებლობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა