ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიევროპული, რადიკალური ძალები სტატუსის საკითხს მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ

ნახვები: 386 ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიევროპული, რადიკალური ძალები სტატუსის საკითხს მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ

მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ათი წელიწადში ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო ათი წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. საქართველოში თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია.

ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება.

როგორც ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპელ მეგობრებს თუ ნამდვილად სურთ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ.

„მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდა შარშანდელი გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, როცა არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ უფრო მეტად გაღრმავდა. ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს იყენებენ უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომელთაც რეალური, ხელშესახები არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელი და ლოგიკური იქნებოდა, გვეთქვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ., ქვეყანას წლის ბოლოს უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს არის ჩემი გულწრფელი შეფასება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა