ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს

ნახვები: 420 გიორგი ვაშაძე - ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს

ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია, ახლა გააკეთოს, არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

„ქართული ოცნება“ რუსულ დავალებას ასრულებს და ჯოზეფ ბორელის საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაახვედრა, რათა გარემო კიდევ უფრო დაემძიმებინა. ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა არა აქვთ. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ყველაფერი? თავადაც აღიარებენ, რომ მთელი ეს პროცესი აბსურდია. ყველა „ქოცი“ ამბობს, რომ 100 ხმა არ აქვთ, ამ ხმების დაგროვებას ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ. ვინმე თუ ღილაკს ხელს მიაჭერს, თქვენც დაინახავთ, ჩვენც და ვიტყვით, რომ ის ადამიანი არის თაღლითი, ნაძირალა. პრეზიდენტს რაც ამ პროცესში შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა