ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ესპანეთის ნაკრებმა საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხა

ნახვები: 515 ესპანეთის ნაკრებმა საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ეს „ჯვაროსნებს“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო.

 

ესპანელები A ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზე იყვნენ, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი 4 ქულით მეორე პოზიციაზე და ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდებოდა. თუმცა, ფავორიტად სტუმრები მიიც და გუნდმა სტატუსი საწყისი წუთებიდან გაამართლა – ესპანელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და ბურთს აკონტროლებდნენ, საქართველოს ნაკრები კი რეალურად, ლამის მთელი შემადგენლობით დაცვაში იჯდა და ბურთის ცენტრამდე ატანაც უჭირდა.

სტუმრების შეტევებმა შედეგი გამოიღო – მარკო ასენსიოს გადაცემით ალვარო მორატამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ექვს წუთში კი ფაბიან რუისის დარტყმის შემდეგ საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 31-ე წუთზე ესპანელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. ორ წუთში გიორგი მამარდაშვილმა აშკარა გოლისგან გვიხსნა, მაგრამ დანი ოლმომ მესამე მაინც გაიტანა. მალე კი ესპანელებმა კვირკველიას შეცდომით ისარგებლეს – ფაბიან რუისმა ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მორატამ დუბლი შეასრულა.

ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ, ვილი სანიოლმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეცვალა შემადგენლობა და შეტევების გასაძლიერებლად მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი და ანრი მექვაბიშვილი შემოიყვანა, ამან შედეგი მალე გამოიღო – გუნდმა აქტიურად შეუტია და ჩაკვეტაძემ ახლო მანძილიდან ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

თუმცა, ესპანელებმა საქართველოს ნაკრების შეტევები მალევე ჩააცხრეს – სწრაფად გათამაშებული შეტევის შემდეგ მორატამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თავი ნიკო უილიამსმაც გამოიჩინა, ხოლო ლამინე იამალი სადებიუტო გოლის ავტორი გახდა.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით დარჩა, ხოლო ესპანეთმა ექვსი ქულით გადაგვასწრო. ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა